ვიდეო ფორმატების აღწერა » JOJO.GE - Join Our Joy Ocean  
 Advanced Search  
Your Login:   Password: 

  Home
  Ads
  Site News
  Movies GEO
  Movies RUS
  Movies ENG
  Episodes
  Music
  Music Clips
  PC Games
  Video Games
  Pictures
  Animation
  Software
  Sport
  Humour
  E-Books
  Other

ვიდეო ფორმატების აღწერა
Category: Other, Date: 17-01-2010, 01:57
ვიდეო ფორმატების აღწერა

სხვადასხვა ვიდეო ფორმატების აღწერა

CamRip (CAM): ყველაზე დაბალი ხარისხი. ფილმს იწერენ სამოყვარულო კამერით კინოთეატრის ეკრანიდან. ხარისხი ძირითადად ნორმალურიდან კარგამდეა. ზოგ ფილმებში ჩანს მაყურებლების თავები და ა.შ . ხმის ხარისხი სხვადასხვაა, ყურებისას შეიძლება გაიგოთ მაყურებლის სიცილი და ა.შ.

Telesync (TS): იწერება ციფრული პროფესიონალური კამერით ცარიელ კინოთეატრში ეკრანიდან. ხარისხი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჩვეულებრივი კამერით გადაღაღებული (Cam). ხმა იწერება პირდაპირი ხაზით, ან რაიმე პარალელური ხაზით, მაგალითად ყურთსასმენის შესასვლელიდან, რომელიც სკამზეა დამონტაჟებული (როგორც თვითმფრინავებში). ხმა გამოდის საკმაოდ მაღალი ხარისხის . როგორც წესი ხმა იწერება სტერეო არხით.

Screener (SCR): მეორე ადგილი ხარისხის მიხედვით. ამ ფორმატისთვის გამოიყენება სპეციალური ვიდეოკასეტა ჯურნალისტებისთვის. ხარისხი შეგვიძლია შევადაროთ ძალიან კარგი ხარისხის VHS-ს. ხმაც შესანიშნავია, ძირითადად სტერეო ან Dolby Surround.

DVDScreener (SCR): იგივე პრინციპი, რაც უბრალოდ Screener-ში, მაგრამ ჩაწერილია დვდ დისკზე. ხარისხი - როგორც DVDRip, მაგრამ სურათი ძირითადად "დაზიანებულია" შავ-თეთრი წინწკლებით ("ხანდახან უქრება ფერები").

Workprint (WP): ფორმატი ფილმების მოყვარულთათვის. ეს არის ეგრეთ წოდებული ფილმის "ბეტა ვერსია". ძირითადად გამოდის VCD ფორმატში და გაცილებით ადრე, ვიდრე კინოთეატრებში . ეს არის ფილმის პირველი ვარიანტი. ამის გამო შეიძლება ბევრი უცნაურობა შეგხვდეთ. უცბათ საუკეთესო ხარისხიდან - საშინელებამდე. ხშირად აკლია რაღაც სცენები. თუმცა შეიძლება შეგხვდეთ ისეთიც, სადაც ყველა სცენაა, და შემდგომ ზოგიერთს ამოჭრიან... ასეთი სცენების ცნობა შეიძლება მხოლოდ ეკრანის ზედა კუთხეში განთავსებული ტაიმერით - ტაიმერი საჭიროა შემდგომი მონტაჟისთვის.

Telecine (TC): ეს ფორმატი ძალიან გავრცელებულია ჯინეტში და არა მარტო, რომლებიც ხშირად ერევათ DVDRip-ში . ხარისხი - მშვენიერია, მაგრამ ხშირია ფერების დაკარგვასთან დაკავშირებული პრობლემა (სურათის "გაყვითლება" ). პრობლემა წარმოიშვება ძირითადად პროექტორისგან. ფილმი იწერება პირდაპირ პროექტორიდან.

VHSrip - წყარო არის ვიდეო კასეტა VHS, ძირითადად გამოირჩევა საშუალო დონის ხარისხით.

TVrip - ვიდეო ჩაწერილია ტელევიზორის სიგნალიდან, ძირითადად საკაბელო (თუმცა შეიძლება შეგხვდეთ ჩვეულებრივი კაბელით ჩაწერილიც). თითქმის ყველა სერიალი თავდაპირველად გვევლინება ან ამ ან SATrip ფორმატში.

SATrip - ვიდეო იწერება პირდაპირ თანამგზავრიდან, ძირითადად უკეთესი ხარისხი ვიდრე TVrip.

DVDRip и LDRip: ეს ვერსია კეთდება DVD-დან ან Laserdisc-ან . ხარისხია - საუკეთესოა, თუმცა დამოკიდებულია შემქმნელის ოსტატობაზე ("რიპერზე")

დამატებითი ტერმინოლოგია

PS: Pan and Scan: ფილმები კეთდება მაყურებლის რეაქციის შესამოწმებლად, აჩვენებენ კვადრატულ ეკრანზე. თუ ასეთ ფორმატს გადაწერთ სახლის ტელევიზორისთვის, მაშინ მოგიწევთ ფორმატის შეცვლა. გადაღებული ფილმების უმეტესობა აშშ-ში, 1955 წლის შემდეგ, ჩაწერილია 1,85:1 ფორმატში ( ევროპულები იწერებოდა 1,66:1 ფორმატში). გამონაკლისად გვევლინება Cinemascope-ფორმატი (2,35:1) ანამორფული ლინზებისთვის. ჩვეულებრივი ტელევიზორი აჩვენებს 1,33:1 ფორმატში. ვიდეოზე გადატანის შემთხვევაში, საჭირო იქნება სურათის შემცირება. ეს კეთდება შემდეგნაერად: ვიდეო იჭრება სიგანეში. თუ თქვენ იყიდეთ DVD და იქ არ არის ინფორმაცია "ორიგინალ კინოფორმატზე", მაშინ თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ფილმი მოჭრეს Pan and Scan მეთოდით. თუ თქვენ გნებავთ მთლიანი ფილმი, მაშინ იყიდეთ DVD რომელსაც ეწერება "Widescreen".

STV: Straight To Video - ფილმი პირდაპირ გამოვიდა DVD/კასეტაზე კინოთეატრის გვერდის ავლით. ხარისხი - დაახლოებით როგორც DVDrip ან VHSrip.

Dubbed: ორიგინალი ხმა მოჭრილია (მაგალითად აიღეს ხმა რუსული რელიზიდან და დაადეს ამერიკულ რელიზს)

Line.Dubbed: იგივე რაც Dubbed, უბრალოდ ხმა აღებულია ან "კინოთეატრის სკამიდან" ან "პროექტორიდან" (Line).

Mic.Dubbed: იგივე რაც Dubbed, უბრალოდ ხმა ჩაწერილია კინოთეატრის მიკროფონით.


სხვა შემოკლებები:

TS = Telesync (აღწერილია ზემოთ)
TC = Telecine (აღწერილია ზემოთ)
SCR = Screener (აღწერილია ზემოთ)
WS = Widescreen
LETTERBOX = იგივე ტერმინი რაც Widescreen
LIMITED = ფილმი ნაჩვენებია, 500-ზე ნაკლებ კინოთეატრში
DC = "Director's Cut"
SE = "Special Edition"
FS = რელიზი Fullscreen-ში
PROPER = ამ ფილმის წინა რელიზი იყო გაცილებით დაბალი ხარისხის ვიდრე ეს
RECODE = რელიზი გადაყვანილია სხვა ფორმატში ან კოდირებულია
DUPE = ერთი და იგივე ფილმის მეორეჯერ დარელიზება (ძირითადად მოპარულია პირველი რელიზიდან)
RERIP = ფილმის ახალი რიპი
Subbed = ფილმი ტიტრებით
WATERMARKED = სატელევიზიო არხის ან რიპერის პატარა ლოგოტიპი სადმე კუთხეში.


ფაილების ფორმატების ნახვა

ფაილების ფორმატების აღწერა
აქ აღწერილია ფაილები, რომლებსაც ყველაზე ხშირად გადმოიწერთ ინტერნეტიდან, მათი გამოყენება,პროგრამები, რომლებითაც მათ გახსნით და ა.შ . თუ თქვენ არ იცით როგორ გახსნათ რომელიმე ფაილი, მაშინ წაიკითხეთ ეს პატარა სტატია, შეიძლება იპოვოთ პასუხები თქვენს კითხვებზე. თუ თქვენ ვერ იპოვით თქვენ კითხვაზე პასუხს აქ, მაშინ დაწერეთ კითხვა ფორუმზე - ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ!.

არქივები
.rar .zip .ace .r01 .001

ეს არის არქივის ყველაზე გავრცელებული სახეობები.
ფაილები არქივირდება, რათა ზომაში დაპატარავდნენ და უფრო ადვილი იყოს მათი გადმოწერა.

ამ არქივების გასახსნელად გამოგადგებათ WinRAR ან PowerArchiver.

თუ ეს პროგრამები ვერ დაგეხმარნენ .zip ფაილის გახსნაში, ცადეთ WinZip (დემო ვერსია).

თუ ზემოთ მოცემული პროგრამებით ვერ გახსენით მაგალითად: .ace ან .001 ფაილები, ცადეთ Winace (დემო ვერსია).


.cbr .cbz

ძირითადად ამ გაფართოების ფაილები არიან დაარქივებული კომიქსები. ფაილი .cbr გაფართოებით ანალოგიურია .rar გაფართოების, და ფაილები .cbz გაფართოებით- .zip გაფართოების . მიუხედავად ამისა WinRAR ან WinZip-მა შეიძლება არაკორექტულად გახსნან ეს არქივები. თუ ასეთი რამ მოხდა, სცადეთ პროგრამა CDisplay.


მულტიმედია ფაილები
.avi .mpg. .mpeg .divx .xvid .wmv

ეს გაფართოებები ძირითადად მოიცავს ვიდეო ფაილებს. მათი გახსნა შეიძლება თითქმის ყველა ვიდეო პლეიერით, ჩვენ გირჩევთ შემდეგ პროგრამებს: Zoomplayer, BSPlayer, VLC media player, Light Alloy ან Windows Media Player. თქვენ ასევე დაგჭირდებათ კოდეკები, შესაბამისი ფაილების გასახსნელად. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ფილმი არ იხსნება, ამა თუ იმ კოდეკის უქონლობის გამო. საჭირო კოდეკის გასაგებად გადმოიწერეთ ეს პროგრამა GSpot. ქვემოთ მოცემულია ყველაზე გავრცელებული კოდეკები:

• ffdshow (რეკომენდებულია! (ხსნის მრავალ ფორმატს: XviD, DivX, 3ivX, mpeg-4))
• XviD codec
• DivX codec
• ac3filter (ხმისთვის)
• Ogg media codec (.OGM ფაილებისთვის და ხმისთვის)


.mov

ეს არის ვიდეო ფორმატიQuickTime -გან. ორიგინალი პროგრამის გადმოწერა შეგიძლიათ აქედან: QuickTime. არსებობს ასევე ალტერნატიული პროგრამა და მისი გადმოწერა შეგიძლიათ აქედან.


.ra .rm .ram

ეს არის ვიდეო ფაილები Real.com-გან. მათი გახსნისთვის რეკომენდებულია: - Real Alternative.


.mp3 .mp2

აუდიო ფაილები. იხსნება შემდეგი პროგრამით WinAmp.


.ogm .ogg

აუდიო ან ვიდეო ფაილები. თუ თქვენ არ გიყენიათ საჭირო კოდეკი, მაშინ მათ გასახსნელად გამოგადგებათ WinAmp ან Light Alloy.


დისკის იმიჯები
.bin .cue .iso

ეს არის სტანდარტული CD-დისკის იმიჯები. დისკი იმიჯი - ეს არის CD-დისკის ზუსტი კოპია. ამ ფაილების გახსნის რამოდენიმე ვარიანტი არსებობს. შეიძლება მათი CD-ზე ჩაწერა, ამ პროგრამის დახმარებით Nero (დემო ვერსია) ან გამოიყენეთ ეს პროგრამა დისკის ემულაციისთვის, Daemon Tools.

.ccd .img .sub

ეს არის პროგრამის იმიჯები CloneCD. აზრი ზუსტად იგივეა რაც .bin .cue .iso.


სხვა ფაილები
.txt .doc

ტექსტური ფაილები. ფაილები .txt გაფართოებით შეგიძლიათ გახსნათ ნებისმიერ რედაქტორში. ფაილები .doc გაფართოებით შეგიძლიათ გახსნათ Microsoft Word პროგრამის გამოყენებით.


.nfo

ფაილების ესეთი გაფართოებით ინახავენ ინფორმაციას ფაილებზე, რომლებიც თქვენ გადმოწერეთ. რეკომენდებულია მათი წაკითხვა (თუმცა ვერ დაგაძალებთ (: )! ეს არის ტექსტურიფაილები, რომლებშიც ხშირად არის ascii-art. გახსნა შეიძლება ამ პროგრამებით Notepad, Wordpad, DAMN NFO Viewer ან UltraEdit.


.pdf

იხსნება ამ პროგრამის დახმარებით: Adobe Acrobat Reader.


.jpg .gif .tga .psd

გრაფიკული ფაილები. ძირითადად ინახავენ სურათებს, რომლებიც შეგიძლიათ გახსნათ Adobe Photoshop-ით ან სხვა ნებისმიერი გრაფიკული რედაქტორით.


.sfv

გამოიყნება გადმოწერილი ფაილების სიმთელის შესამოწმებლად. შესამოწმებლად გამოიყენეთ SFVChecker (დემო ვერსია) ან hkSFV.


 
Dear visitor, you have come on a site as not registered user. We recommend to you to be registered or enter the site with your name.

Related Articles:

  • CDisplay
  • Crossfire [PC/2009/ENG]
  • MediaGet 1.12.004
  • Flash Decompiler Gold 2.3.1.1185
  • DaeMoN Tools [Geo]

  •  noda   Comments (3)
    Print Link  (741)

    
    Avatar
    Group: Member
    Articles: 193
    Comments: 213
    ( )
    #1 Author House mD, ( 17 January 2010 13:55)
    ისა და ზე HDRip რას იტყვი?


    
    Avatar
    Group: Member
    Articles: 3
    Comments: 47
    ( )
    #2 Author BlueSpirit, ( 18 January 2010 03:49)
    BDrip მაინტერებს კიდევ ძალიან!


    
    Avatar
    Group: Member
    Articles: 0
    Comments: 21
    ( )
    #3 Author byryndyk, ( 5 November 2011 14:43)
    Передача, которую вы ждали всю неделю, будет показана раньше, чем значится в программе.


    
    Information

    Information

    Members of Guest cannot leave comments.


    Assassins Creed 2.v 1.01 + 3 DLC (PC/2010/RUS/Repack)
    Assassins Creed 2.v 1.01 + 3 DLC (PC/2010/RUS/Repack)
    Dragon Age Origins - Diamond Edition (2010/RUS/ENG/Repack)
    Dragon Age Origins - Diamond Edition (2010/RUS/ENG/Repack)
    Mafia - Dilogy (Collector's edition/2002-2010/RUS/ENG/RePack)
    Mafia - Dilogy (Collector's edition/2002-2010/RUS/ENG/RePack)
    Mass Effect 2 + 22 DLC (2010/RUS/ENG/RePack)
    Mass Effect 2 + 22 DLC (2010/RUS/ENG/RePack)
    Kane & Lynch 2: Dog Days (2010/ENG) Full/Repack/Rip
    Kane & Lynch 2: Dog Days (2010/ENG) Full/Repack/Rip
    Warhammer 40,000: Dawn of War II - Chaos Rising (2010/ENG) Full/Repack
    Warhammer 40,000: Dawn of War II - Chaos Rising (2010/ENG) Full/Repack
    Request / თხოვნები
    Request / თხოვნები
    New Avengers [2005-Ongoing / CBR / Marvel]
    New Avengers [2005-Ongoing / CBR / Marvel]
    Captain America Vol.5 [2005-Ongoing / CBR / Marvel]
    Captain America Vol.5 [2005-Ongoing / CBR / Marvel]
    Avengers / Invaders [2007–08 / CBR / Marvel]
    Avengers / Invaders [2007–08 / CBR / Marvel]
    Hellsing Ultimate OVA
    Hellsing Ultimate OVA

    WARNING: The owners and creators of this site take no responsibility for the use of resources available on this site. All information is given solely for educational purposes. After familiarization with the materials you are obliged to remove them!