სიმფსონები: დაბადება » JOJO.GE - Join Our Joy Ocean  
 Advanced Search  
Your Login:   Password: 

  Home
  Ads
  Site News
  Movies GEO
  Movies RUS
  Movies ENG
  Episodes
  Music
  Music Clips
  PC Games
  Video Games
  Pictures
  Animation
  Software
  Sport
  Humour
  E-Books
  Other

სიმფსონები: დაბადება
Category: Other, Date: 24-01-2010, 16:37
სიმფსონები: დაბადება

სიმფსონები: დაბადება

არ მოგწონთ საკუთარი ოჯახი? მაშინ ნახეთ სიმფსონები და მადლობელი იქნებით იმის, რაც გაქვთ! :)

The Simpsons - ძნელად თუ მოიძებნება დღეს ადამიანი, ვისაც ეს შოუ ნანახი არ აქვს. 18 წლის წინ შექმნილმა და დღემდე უზომოდ პოპულარულმა ამ სამყარომ უდიდესი გავლენა იქონია ამერიკისა და მთელი მსოფლიოს ცხოვრების წესზე. ეს არის შოუ, რომლის ნახატი გმირები ჰოლივუდის ვარსკვლავების დონეზე გახდნენ ცნობადები; შოუ, რომლის ციტატებით წლების მანძილზე საუბრობდა მთელი ინგლისურენოვანი სამყარო; და შოუ, რომელიც სამართლიანად ითვლება სატირისა და იუმორის ეტალონად.

თუმცა მსგავსი პოპულარობა მომენტალური არ ყოფილა. გაინტერესებთ როგორ იწყებოდა ყველაფერი?.. :) მაშინ დავიწყოთ.


1980-იანი წლების შუა პერიოდში პროდიუსერი ჯეიმს ელ ბრუქსი (James L. Brooks) სატელევიზიო კომპანია FOX-მა დაიქირავა, რათა ”თრეისი ულმანის შოუ” (The Tracey Ullman Show) მოემზადებინა. ულმანი დიდ ბრიტანეთში საოცრად პოპულარული იყო, თუმცა ბრუქსი ეჭვობდა, რომ მის იუმორს ამერიკული აუდიტორია ვერ მიიღებდა. ამიტომ მან გადაწყვიტა კომედიურ სკეტჩებს შორის მცირე ანიმაციური სეგმენტები ჩაესვა, რომლებიც იუმორის დამატებითი ”ულუფა” უნდა ყოფილიყო ამერიკელებისთვის.

ბრუქსი ვინმე მეტ გრეინინგის დიდი ფანი იყო. იმ პერიოდში მხატვარ-ანიმატორ გრეინინგის კომიქსი ”ცხოვრება ჯოჯოხეთში” (Life in Hell) ყოველკვირეულად იბეჭდებოდა The Village Voice-სა და სხვა 200-მდე ”ალტერნატიულ” გამოცემაში. ბრუქსს თავის ოფისში სწორედ ამ კომიქსის უზარმაზარი პოსტერი ჰქონდა კედელზე ჩამოკიდებული. და ერთ დღესაც, მან თავის ასისტენტს გადაულაპარაკა - ”ეს ტიპი ჩვენთან უნდა გადმოვიყვანოთო”.

ასე და ამგვარად, Fox-ის წარმომადგენლებმა დაიწყეს მოლაპარაკებები გრეინინგთან. კონტრაქტის მიხედვით, უნდა მომხდარიყო Life in Hell-ის ანიმაციური ვერსიის მომზადება, თავის პერსონაჟებიანად - ორი ადამიანი, სახელად აკბარი და ჯეფი და სამი კურდღელი - ბინქი, შება და ბონგო. დასაწყისში გრეინინგი უპრობლემოდ თანხმდებოდა, თუმცა შემდეგ იგი ერთ პრობლემას შეეჯახა: ”ფოქსის სტუდიას ჯერკიდევ არ ქონდა მონელებული ის ფაქტი, რომ რამოდენიმე წლის წინ ჯორჯ ლუკასს მთლიანად გადასცეს STAR WARS-ის სალიცენზიო უფლებები. ასერომ, Fox-ის ჭკუანასწავლი ადვოკატები ჩვენს შეთანხმებაში სრულად ითხოვდნენ უფლებებს ჩემი პერსონაჟებით მარკეტინგულ საქმიანობებზე…”

გრეინინგი იმ პერიოდში გარანტირებულად შოულობდა მცირე თანხას Life in Hell-ის პერსონაჟების ლიცენზიების გაყიდვით. ჭიქები, მაისურები და სხვა საქონელი საკმაოდ კარგად საღდებოდა. მეტს კი ამ ყველაფრის დათმობა არ სურდა. ამიტომ, Fox-ის წინადადებაზე უარის თქმის ნაცვლად, მან გადაწყვიტა ახალი იდეა შეეთავაზებინა ტელეკომპანიისთვის. ანიმატორმა მოკლე დროში ახალი პერსონაჟების მონახაზი წარმოადგინა, რომლებიც თავისი ოჯახის რეალური წევრების მაგალითზე ”დაბადა” - ჰომერ და მარჯ გრეინინგები მისი მშობლები იყვნენ, ლიზა და მეგი კი - დები. ფოქსმა რამოდენიმე დღე იფიქრა და საბოლოოდ გადაწყვიტა დათანხმებოდა ახალ გმირებს და ერთად გამოეცადათ ახალი პერსონაჟები.

პერსონაჟების ტელეშოუსთვის ფორმირების პროცესში მათ, ბუნებრივია, დაკარგეს თავდაპირველი შტრიხები. მაგალითად, გრეინინგის მამა მელოტი სულაც არ იყო, და აღარც დედა ატარებდა ”გრძელ” თმას. მეტმა მათ გვარიც გამოუცვალა - ისინი ახლა ამერიკელი სიმფსონები გახდნენ; საცხოვრებელი გარემო კი ძველი კლასიკური სიტკომების საფუძველზე გააფორმა. ”ხანდახან რამოდენიმე საათი გამიტარებია ტელევიზორის წინ, ძველი საოჯახო სიტუაციური კომედიების ყურებაში”, განაცხადა მეტმა 1990 წელს, San Francisco Chronicle-თან საუბრისას. ”სულაც არაა შემთხვევითი, რომ სიმფსონები სპრინგფილდში ცხოვრობენ - ეს ქალაქი ხომ Father Knows Best-დანაა.” მოგვიანებით კი მან დაამატა: ”და რა არის სიმფსონები, თუ არა სიტკომის ჰალუცინაცია? და ეს არის ზუსტად ნამდვილი ამერიკული ღამის კოშმარი!”

თავდაპირველად ანიმაციური სკეტჩების ქრონომეტრაჟი მხოლოდ 15-20 წამი იყო. ასერომ ერთადერთი, ასე თუ ისე ნორმალურად განვითარებული პერსონაჟი, ბარტი გახლდათ. ”ბარტი ედი ჰასკელს გავდა, Leave It to Beaver’s-დან, თითქოს ამ პერსონაჟს ცალკე შოუ დაუთმესო”, ამბობდა გრეინინგი. ამ შორტებში ჰომერსაც განსხვავებული ხმა ჰქონდა, ლიზა ”მდედრობითი სქესის ბარტი” იყო; მარჯი და მეგი კი უბრალოდ ცოცხალ დეკორაციად გამოიყენებოდა.

”თრეისი ულმანის შოუს” დებიუტი 1987 წელს შედგა. შოუ კრიტიკოსებმა საკმაოდ გულთბილად მიიღეს, თუმცა რეიტინგებს სახარბიელოს დამდვილად ვერ დაარქმევდით. ამის მიუხედავად, ”სიმფსონებმა” საოცრად ხმამაღალი გამოხმაურება ჰპოვა. Fox-იც შესაბამისად მოიქცა - ჯერ სკეტჩების ხანგრძლივობა გაზარდა, 20-დან 90 წამამდე; ხოლო მოგვიანებით კი - მაისურები, პოსტერები და სხვა ნივთები გამოუშვა პერსონაჟების გამოსახულებებით.

მაგრამ სიმფსონების ოჯახს პოპულარულობა ყველაზე სწრაფად ტკბილეულის მწარმოებელმა კომპანიამ მოუტანა. Butterfinger-ისა და Baby Ruth-ის შემქმნელებმა ფოქსისგან პერსონაჟების სარეკლამოდ გამოყენებაზე ლიცენზია მოიპოვეს. ამ შოკოლადის ფილების რეკლამირებას სამაუწყებლო ტელეკომპანიებით სწორედ გრეინინგის პერსონაჟები მოახდენდნენ. ასერომ, ბავშვებმა, რომლებსაც საერთოდ არაფერი სმენოდათ ”თრეისი ულმანის შოუს” ან ფოქსის შესახებ, მოულოდნელად ბარტი და მთელი მისი ოჯახი გაიცნეს. რასაც, ბუნებრივია, ელვის სისწრაფით მოყვა დაინტერესების ზრდა.

1988 წელს Fox-მა გადაწყვიტა ახალი სპინ-ოფი გაეკეთებინა - ”სიმფსონები” ეთერში დამოუკიდებელ შოუდ გავიდოდა. შოუს პრემიერა 1989 წლის სექტემბერში იყო დანიშნული, მაგრამ როდესაც კორეიდან (სადაც ხდებოდა მათი ანიმირება) პირველი 13 ეპიზოდი ჩამოვიდა, გრეინინგმა აღმოაჩინა, რომ რეჟისორს რამოდენიმე უცენზურო ”ხუმრობა” თვითნებურად ჰქონდა დამატებული. მაგალითად, ერთ ეპიზოდში, როდესაც სიმფსონების ოჯახი ტელევიზორში უყურებდა შოუს სახელად The Happy Little Elves Meet the Curious Bear Cubs, ჩასმული იყო ეპიზოდი, სადაც დათვის ბელი თავს აგლეჯდა ელფს და მის სისხლს სვამდა :D

”არცისე პატარა დანამატი იყო, ხომ?”, თქვა გრეინინგმა 1990 წელს, The New York Times-თან საუბარში. ”როდესაც ჩვენ პირველად ვნახეთ ეს ეპიზოდი, დაახლოებით ორი წუთი გაქვავებული ვიჯექით სიბნელეში. შემდეგ კი სასწრაფოდ კარებს ვეცით. უცბად ისიც კი გავიფიქრე, ჩემი ანიმატორის კარიერა საბოლოოდ დასრულდა-მეთქი. ბეწვზე მოვასწარით მისი ეთერიდან მოხსნა. ის სერია რომ ეთერში გასულიყო, დღეს სიმფსონები აღარ იარსებებდა.” ამ ინციდენტში მონაწილე ყველა რეჟისორი და ანიმატორი დაითხოვეს, შოუს პრემიერა კი 1990 წლის იანვრამდე გადაიდო, სანამ ახალი ანიმატორები სერიებს არ გადაასწორებდნენ.

სიმფსონებს ეთერში გასვლა ისეთი სახით, როგორსაც დღეს მათ ჩვენ ვიცნობთ, პირველად 1990 წლის 13 იანვარს ეღირსათ. შოუმ მეორე ადგილი დაიკავა ჯამური რეიტინგებით, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ Fox-ს იმ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ABC-ის, CBS-ის ან NBC-სგან განსხვავებით, ძალიან ცოტა რეტრანსლატორი ყავდა. (”თრეისი ულმანის შოუ” კი ეთერიდან 5 თვის შემდეგ მოიხსნა.) ასე დაიწყო სიმფსონებმა რეიტინგის აკრეფა. 1990 წლის მარტში Nielsen-ის ყოველკვირეული რეიტინგებით იგი 20-ე ადგილზე იყო, უკვე ივნისში კი იგი მე-3 ადგილამდე ავიდა. ამ შოუმ უდავოდ დიდი როლი შეასრულა Fox-ის, როგორც ძლიერი მეოთხე ქსელის ჩამოყალიბების პროცესში.

მსგავსი წარმატებებით მოხიბლულმა თრეისი ულმანმა 1992 წელს Fox-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და 2,25 მლნ დოლარი მოითხოვა კომპენსაციის სახით. მისი მტკიცებით, რადგანაც ”სიმფსონებმა” სტარტი მის შოუში აიღეს, მას წილი უნდა მიეღო მარკეტინგული საქმიანობის მოგებებიდან - ”მე საკუთარი მკერდით მყავდა გამოკვებილი ეს პატარა ეშმაკუნები” - განუცხადა მან ერთ-ერთ რეპორტიორს. თუმცა, სასამართლოში გამოსვლისას თრეისიმ დაადასტურა, რომ ”სიმფსონები” არ იყო მისი შექმნილი და არცერთი სერიის გადაღების პროცესში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ასერომ, სასამართლომ საქმე Fox-ის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

ამ მოვლენების შემდეგ კი 410-მა სერიამ და ერთმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა ჩაიარა. 18 სეზონის მანძილზე გრეინინგის შექმნილ პერსონაჟებს თანდათანობით ემატებოდა ახალი სახეები, სათითაოდ ვითარდებოდა ყოველი მათგანი და ნელნელა ერთი დიდი ვირტუალური სამყარო იქმნებოდა - ამერიკის ყველაზე ცნობილი ქალაქი სპრინგფილდი, ყველასათვის საყვარელი მაცხოვრებლებით. მთავარი კი ის არის, რომ ამ ნახატ გმირებსა და მათ ისტორიებს დღემდე არ დაუკარგავთ აქტუალურობა. და მანამ არ დაკარგავენ, სანამ დედამიწაზე თუნდაც ერთი ჰომერი, ლიზა ან ბარტი იარსებებს. ასეთები კი, საკმარისზე მრავლად არიან ;)

გამოყენებულია მასალები გამოცემიდან
Uncle John’s Ultimate Bathroom Reader


 
Dear visitor, you have come on a site as not registered user. We recommend to you to be registered or enter the site with your name.

Related Articles:

  • Ultimate Wolverine VS Hulk #5 (geo)
  • The Simpsons Movie (2007/DVDRip)
  • THE BEATLES
  • BENNY HILL SHOW (01.05.1989) DVDRIP
  • Rebuild of Evangelion 1.0 You Are [Not] Alone

  •  noda   Comments (0)
    Print Link  (515)

    
    Information

    Information

    Members of Guest cannot leave comments.


    Assassins Creed 2.v 1.01 + 3 DLC (PC/2010/RUS/Repack)
    Assassins Creed 2.v 1.01 + 3 DLC (PC/2010/RUS/Repack)
    Dragon Age Origins - Diamond Edition (2010/RUS/ENG/Repack)
    Dragon Age Origins - Diamond Edition (2010/RUS/ENG/Repack)
    Mafia - Dilogy (Collector's edition/2002-2010/RUS/ENG/RePack)
    Mafia - Dilogy (Collector's edition/2002-2010/RUS/ENG/RePack)
    Mass Effect 2 + 22 DLC (2010/RUS/ENG/RePack)
    Mass Effect 2 + 22 DLC (2010/RUS/ENG/RePack)
    Kane & Lynch 2: Dog Days (2010/ENG) Full/Repack/Rip
    Kane & Lynch 2: Dog Days (2010/ENG) Full/Repack/Rip
    Warhammer 40,000: Dawn of War II - Chaos Rising (2010/ENG) Full/Repack
    Warhammer 40,000: Dawn of War II - Chaos Rising (2010/ENG) Full/Repack
    Request / თხოვნები
    Request / თხოვნები
    New Avengers [2005-Ongoing / CBR / Marvel]
    New Avengers [2005-Ongoing / CBR / Marvel]
    Captain America Vol.5 [2005-Ongoing / CBR / Marvel]
    Captain America Vol.5 [2005-Ongoing / CBR / Marvel]
    Avengers / Invaders [2007–08 / CBR / Marvel]
    Avengers / Invaders [2007–08 / CBR / Marvel]
    Hellsing Ultimate OVA
    Hellsing Ultimate OVA

    WARNING: The owners and creators of this site take no responsibility for the use of resources available on this site. All information is given solely for educational purposes. After familiarization with the materials you are obliged to remove them!