Mafia 2 (2010/ENG/Multi5) Category: PC Games, Date: 21-08-2010, 23:31
«მაფია» უკვდავია: ლეგენდარული თამაშის მეორე ნაწილი მისი ორიგინალი(პირველი ნაწილის) მწარმოებლებისგან კვლავ გთავაზობთ ჩაიძიროთ განგსტერთა სამღაროში, სადაც გელოდებათ უამრავი თავგადასავალი. ამჟამად თამაშის გმირი გახლავთ ვინმე ვიტო, იტალიელი ემიგრანტის შვილი, რომელიც გაიზარდა სიღარიბეში. იგი ბავშვობიდანვე მიხვდა რომ მაფია ერთადერთი გზაა გამდიდრებისკენ და პატივისცემისკენ. ვიტომ იცოდა რა მამის ცხოვრება გადაწყვიტა ზუსტად მაფიის გზით წასულიყო. ვიტოს მოგზაურობა მაფიის სამყაროში იქყება პატარა მისიებით რომლებიც მიიყვანენ მას მაფიის მწვერვალისკენ...
Kane & Lynch 2: Dog Days (2010/ENG) Full/Repack/Rip Category: Recommended, PC Games, Date: 19-08-2010, 01:49
შანჰაის ტურტლიანი ქუჩები საუკეთესო ადგილია სისხლიანი წარსულის დასავიწყებლად. 10 დოლარი, გვერდში ქალი, და მსოფლიოს მეფე ხარ. მაგრამ როცა ძველი მეგობარი ჩამოდის, ეს ყველაფერი არაფერს აღარ ნიშნავს შენთვის. ერთი სული გაქვს სადმე ჩაუჯდეთ და ტკბილად მოიგონოთ წარსული, მაგრამ ვინ გაცდის - ახალი პრობლემებია. მათი გადაჭრა კი ძველებურად მოგიწევს. რადგან, როცა მამაძაღლები კუთხეში მიგიმწყვდევენ, პირდაპირ ხელი გექავება საფანტიანი თოფი ამოიღო და სისხლიანი სასაკლაო მოაწყო! ვიდეოთამაშების მთელ ისტორიაში ყველაზე თავზეხელაღებული და სასტიკი მკვლელების წყვილი ბრუნდება! კეინი და ლინჩი ახალ ისტორიას მოგვიყვებიან, რომელიც ალაგ-ალაგ აფეთქებებით, ტყვიების წვიმით და სისხლის მდინარეებით იქნება შეზავებული. ისტორიის არნახული რეალიზმი ქვის ჯუნგლებში გადაგვიყვანს. აქ ყველანაირ გეტოზე უფრო საშიშია ყოფნა, მაგრამ ჩვენი ბოროტი გმირები - გამოქექილი მტაცებლები არიან. საკუთარი ტყავი უფრო ძვირფასია ვიდრე აქაური განგსტერების სიცოცხლე. სჯობს იმქვეყნად მთელი ქალაქი გაისტუმრო, ვიდრე ვინმე გადაურჩეს შურისძიებას. როცა ისინი ერთმანეთს შეხვდებიან, სამყარო დაიქცევა. მოემზადეთ - კეინი და ლინჩი უკვე ახლოს არიან. და მზად არიან მკვლელობებისთვის.
Fallout 3: Broken Steel + Point Lookout + Operation: Anchorage + The Pitt (2010/RUS/1C/Add-on/Repack) Category: PC Games, Date: 19-08-2010, 01:40
ამ RePack-ში შედის - Fallout 3 და მისი 4 ოფიციალური დამატება.
Repack by -Ultra-(6.06GB)!
Victoria 2 (2010/ENG/RUS) FULL/REPACK - DLC Category: PC Games, Date: 19-08-2010, 01:32
Victoria 2 — გლობალური სტრატეგია Europa Universalis III-ის ალგორითმით. თამაში რომელიც წარმოადგენს Victoria: An Empire Under the Sun-ს სიქველს, შემოგვთავაზებს პოლიტიკური სისტემის მოქნილ კონფიგურირებას, გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მოდელს, დეტალიზირებულ რუქას 200-ზე მეტი სახელმწიფოთი, 200 სხვადასხვა კვლევას და გამოგინებას, ათასობით ახალ ისტორიულ მოვლენას და გადაწყვეტილებას.
Golem Crusades (2010/ENG) Category: PC Games, Date: 19-08-2010, 01:31
ალყაში ჰყავხართ ბოროტების ძალებს, თქვენი იარაღი მძლავრი პლაზმა და მტრიგან თავდასაცავი შელოცვებია. უნდა შექმნათ და უხელმძღვანელოთ ლეგიონს, რომელიც დაიცავს და აღადგენს ბელორნის მიწას
Sol Survivor (2010/ENG) Category: PC Games, Date: 19-08-2010, 01:28
Sol Survivor წარმოადგენს თამაშს, სადაც სტაციონარული დაცვა უნდა ააგოთ მომხდურისგან თავის დასაცავად. თქვენს მოვალეობაში შედის ორბიტული იარაღის დახმარება და თქვენი მტრების დამარცხება. თამაში შესაძლებელია როგორც კოოპერატივში ისე სხვა მოწინააღმდეგესთანც
Fallout 3. ADD-ON: The Pitt and Operation: Anchorage (2010/RUS) Category: PC Games, Date: 19-08-2010, 01:26
გაისეირნეთ დროითა და რადიაციით დანგრეულ ქალაქში. აქ ქაოსია და ხალხი მორალურად დეგრადირდება. მოგიწევთ მრავალ საეჭვო პიროვნებასთან უერთიერთობა და რამდენიმე არჩევნის გაკეთება. აქ შეხვდებით ჯერ კიდევ უხილავ მტერებს და გამოცდით ახალ იარაღს
Fallout 3: Broken Steel and Point Lookout (2010/RUS/1C/Add-on) Category: PC Games, Date: 19-08-2010, 01:23
Fallout 3 გრძელდება! გახდით იმ მოვლენების გმირი, რომლებიც დედაქალაქის ნანგრევებში ორიგინალური თამაშის დამთავრების შემდეგ მოხდება. გაემგზავრეთ ლერილენდის ჭაობებში სამოგზაუროდ, იქ ბევრი არტეფაქტი და სასიკვდილო ხიფათ გელოდებათ. ბორანი პოინ-ლუკაუტში გადაგიყვანთ - Fallout-ის ყველაზე იდუმალ მიდამოში.
Rabbids Go Home / Бешеные Кролики. GO HOME (2010/RUS) Full/Repack Category: PC Games, Date: 19-08-2010, 01:18
ცოფიანი კურდღლები, შენი თავგადასავალი ურიკაში! ცოფიან კურდღლებს შინ დაბრუნება სწყურიათ. ხელი მოკიდეთ ურიკას, შეაგროვეთ ნივთები ერთ დიდ გროვად და დაეხმარეთ მათ, მთვარემდე მიღწევაში!
BlazBlue: Calamity Trigger (2010/ENG) Full/Repack Category: PC Games, Date: 19-08-2010, 01:17
BlazBlue - ორთაბრძოლაა, რომელიც ამ დროისთვის უჩვეულო, ორ განზომილებაშია გაკეთებული, მაგრამ ამით მომხიბვლელობას არ კარგავს. თამაში მხოლოდ PSP-ზე იყო გამოსული და ახლა BlazBlue Portable-ს პორტს ვუცქერთ. ამისდამიუხედავად BlazBlue Portable თავისი უფროსი ძმებისგან მხოლოდ ახალი Legion Mode-თი გამოირჩევა
Burn Zombie Burn (2010/ENG) Category: PC Games, Date: 19-08-2010, 01:15
რაღა თქმა უნდა ყველას ეშინია ზომბების, რომლებიც არაფრით განირჩევიან ჩვენგან. მათაც უყვართ ქალაქის ქუჩებში სეირნობა, მეგობრებთან ერთად გართობა და ტვინის გემოთი ტკბობა, თუ რა თქმა უნდა ამის საშუალება ექნებათ. მაგრამ სამწუხაროდ ხალხს არ მოსწონს ეს ამბავი და თქვენც თუ მათ რიცხვს მიეკუთვნებით, შეგიძლიათ ხელში აიღოთ ტყვიამფრქვევი, ბეისბოლის სათამაშო ჯოხი ან რაიმე სხვა და შეუერთდეთ ზომბების გამანადგურებელ წინააღმდეგობის რაზმს
Men of War (2008/RUS/TRiViUM) Category: PC Games, Date: 19-08-2010, 01:10
1941 წელი. იტალიურმა არმიან განიცადა რამოდენიმე დამარცხება ბრძოლაში ჩრდილოეთ აფრიკის ბატონობისთვის. ეს იყო მათი ძირითადი სუსტი ადგილი ინგლისელების წინაშე, და ამიტომაც მუსოლისი ღალატობს საკუთარ პრინციპებს და სთხოვს ჰიტლერს დახმარებას. იტალიელების მხარდასაჭერად სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში აგზავნიან ახლად შექმნის აფრიკულ კორპუსს გენერალ-ლეიტენანტ ერვინ რომელის მეთაურობით. აფრიკული კოლონიებისთვის ომში სასტიკი ფორტუნა არაერთხელ ცვლიდა თავის ფავორიტებს. ქალაქები გადადიოდნენ ხან ერთ, ხან მეორე მხარესთან. დაუნდობელი ომი არ აცხადებდა გამარჯვებულს და არც დამარცხებულს, დაღუპულთა რიცხვი ყოველ წუთს იმატებდა. გენერლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სტრატეგიულ ცოდნაში, ხოლო საწყალი ჯარისკაცები იღუპებოდნენ მათთვის უცნობ ადგილებში…
QuantZ (2009/RUS) Category: PC Games, Date: 19-08-2010, 01:09
ორიგინალური და განუმეორებელი სტილი სახალისო თამაში. თამაშის პროცესი ძალიან მარტივია: კუბს ატრიალებთ და ესვრით ფერად ბურთებს აფეთქების მოსახდენად. გამოიკვლიეთ მთელი სამყარო და გახდით QuantZ-ის მისანი!
Sandy Evolution (ENG/2010) Category: PC Games, Date: 19-08-2010, 01:06
აბსტრაქტული ინდი სკროლერი, რომელიც შავ-თეთრ ტონებშია შესრულებული. მოწინააღმდეგის განადგურების შემდეგ შეგიძლიათ მისი ნარჩენებით გაუმჯობესდეთ და უფრო ძლიერ არსებად ევოლუციონირდეთ.
Seven Souls Online (ENG/2010) Category: PC Games, Date: 19-08-2010, 01:06
Seven Souls-ში მაგია და ძველი ტექნოლოგიები - გიგანტური ურჩხულებისა და სხვა მოთამაშეების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ინსტრუმენტებია. ბრძოლის დროს მოთამაშეს შეუძლია თავისი იერსახის შეცვლა, მოწინააღმდეგეზე ახალ დინამიურ ფორმაში უპირატესობის მოსაპოვებლად. ჩვეულებრივი ქმედებები (ნივთების დამზადება, აღჭურვილობის გაუმჯობესება, ზანდუკების გახსნა) სხვანაირად გამოიყურება Seven Souls-ში მინი-თამაშების წყალობით, ხოლო ზოგიერთი საჭირო უნარი მოთამაშემ შეიძლება ჯეკ-პოტის სისტემის მიხედვით მოიგოს. თამაში დაფუძნებულია აღმოსავლურ ორთაბრძოლებზე და გათვლილია არანაკლებ 18 წლის მოთამაშეებზე. ძირითადი მოქმედება ხდება კონტინენტ ლეიაზე, რომელიცგაყოფილია ორ ქალაქ-სამეფოდ, ბაბილონად და ნაიტინად. უძველეს დროს ნაიტინის ცენტრში ჩაამწყვდიეს შვიდი სული, რომლებიც განასახიერებდნენ წყალს, ცეცხლს, ქარს, მიწას, ხეს, რკინას და თვით სიცოცხლეს. ოდესღაც მათ ქალაქი განადგურებას გადაარჩინეს, მაგრამ ახლა საცავის ბეჭდები დასუსტდნენ, ტუსაღთა ძალა ნელ-ნელა გარეთ იწევს და მის მაცხოვრებლებს და ჩვეულებრივ გარემოს გარდაქმნის. ორი უძლიერესი დაჯგუფება - მცველები და მაგები - ერთმანეთს ებრძვიან დამწყვდეულ სულებზე კონტროლის მოსაპოვებლად. პირველებს არ სურთ ტუსაღების გათავისუფლება, მეორენი კი პირიქით - ყველაფერს აკეთებენ ამისათვის. ამ დრამატულ პერიოდში მოთამაშის ჩარევა, შეიძლება მთელი სამყაროს ისტორიის მსვლელობა და ცხოვრება შეცვალოს.
Dragon Age: The Golems of Amgarrak (2010/ENG/DLC) Category: PC Games, Date: 19-08-2010, 01:04
ამ დამატების სიუჟეტი მოგვითხრობს გნომების კვლევითი ექსპედიციის გადასარჩენად დედამიწის შუაგულში მოგზაურობაზე. ისინი უძველესი საიდუმლოებების მოსაძებნად გაეშურნენ, მაგრამ აღარ დაბრუნებულან. ამჯერად მწარმოებლემა სრულფასოვანი ჯურღმულები შექმნეს. თამაში შეიძლება როგორც კამპანიის პერსონაჟით, ისე ახალი მაღალი დონის მებრძოლის შექმნით. Golems of Amgarrak-ში გვპირდებიან ახალ ლოკაციებს, საინტერესო თავსატეხებს და ისეთ მტრებთან ბრძოლას, რომლების დამარცხება გამოცდილ მხედართმთავრებსაც გაუჭირდებათ. ამ დამატების გასვლის შემდეგ მიიღებთ სპეციალურ ჯილდოს Dragon Age: Origins და Dragon Age: Origins - Awakening-ის პერსონაჟისთვის.
Defense Grid: Gold v1.0.dc100429 (2010/ENG/MULTI5) Category: PC Games, Date: 19-08-2010, 00:51
ერთ–ერთი საუკეთესო თამაში თავის ჟანრში. Defense Grid: The Awakening თავის ფანატებს ამჯერად სთავაზობს კარგ გასართობს საღამო ხანისთვის. თამაშში მოგიწევთ ბაზების დაცვა მტრებისგან სხვა და სხვა დამცავი საშუალებებით. თქვენს მიერ აშენებულმა კოშკებმა უნდა გადაარჩინონ ბაზა აგრესორი უცხოპლანეტელებისაგან. თამაშში ჩართულია დამატება სახელად Defence Grid: Borderlands, რომელიც დამატებით 4 რუქას გთავაზობთ. თითოეულ რუქას თავისი რეჟიმი აქვს, ასევე 3 ახალი რეჟიმი თამაშის 20 რუქისთვის.
Commander: Conquest of the Americas (2010/ENG/RUS/1С/Repack) Category: PC Games, Date: 19-08-2010, 00:50
Conquest of the Americas-ის საფუძვლად უდევს ბრძოლა ევროპული ნაციების ამერიკის კონტინენტის მიწებისთვის. მოთამაშეს შეეძლება 6 ნაციიდან ერთ ერთის ამორჩება. რათა თქვენი ნაცია მიიყვანოთ გამარჯვებამდე თქვენ მოგიწევთ რესურსის მოპოვება, შექმნათ წარმოება და მოამზადოთ ჯარი თქვენი კოლონიისთვის.
Plain Sight (2010/ENG/MULTI5) Category: PC Games, Date: 19-08-2010, 00:37
თამაშის მოქმედება ხდება სამგანზლმილებიან სამყაროში, რომელშიც დრეიფობენ კუბები, ცილინდრები და სხვა ფიგურები. ხანდახან ისინი ქმნიან ცათამბჯენებს, მაგისტრალებს და ა.შ. სწორედ ამ ფიგურებზე მოუწევს მოთამაშეს გადაადგილება. თქვენ - ჩვეულებრივი რობოტი ხართ, სამურაის ხმლით, მაგრამ ცოტა ქულა გაქვთ. ეს ყველაფერი ბედნირებითვის ცოტაა.. თქვენ ყოველთვის მეტი გინდათ. ამისთვის საჭიროა ენერგია, რომელსაც მიიღებთ სხვა რობოტების მოკვლით. როცა ენერგია მეტი გაქვთ, სხვებისთვის უფრო მეტად შესამჩნევი ხდებით. ქულების მისაღებად თავი უნდა აიფეთქოთ რათა ენერგია გადაკონვერტირდეს. სხვა რობოტების მოხვედრა თქვენი აფეთქების ზონაში - უფრო მეტ ქულას შეგძენთ!
Naruto The Setting Dawn All Version + NTSD 2.0 Demo Category: PC Games, Animation, Date: 4-08-2010, 15:40
ეს არის NTSD-ს ყველა ვერსია + NTSD 2.0-ს დემო ვერსია ვერსია. ამ ფაილში მოცემულია ყველა ის ვერსია რაც კი NTSD-ზე გამოსულა.
|
|
|
|
|
| მოგწონთ განახლებული საიტი? |
|
|
| |