|
Bejeweled 3 (2010/ENG) Category: PC Games, Date: 26-02-2011, 00:41
თამაშს აქვს მშვენიერი გრაფიკა და მუსიკა. უნდა შეაგროვოთ ”სამი ერთნაირი” ძვირფასი ქვა და დააგროვოთ რაც შეიძლება მეტი ქულა.
Disciples III: Resurrection (2010/RUS/Akella/Repack) Category: PC Games, Date: 26-02-2011, 00:39
ნევენდაარის ისტორიის ახალი ფურცელი, სადაც მთავარ როლში უმოწყალო და სასტიკი რასა - ცოცხალი მკვდრები გამოდიან. ესაა ისტორია თავგანწირული სიყვარულისა და უკვდავი დიდების შესახებ, რომელშიც უსიცოცხლო, მაგრამ გრძნობადაუკარგავი გმირები სიკვდილის ქალღმერთ მორტისის სახელით საშინელ შურისძიებას ჩადიან.
Greed Corp (2010/ENG/Repack) Category: PC Games, Date: 26-02-2011, 00:26
Greed Corp – ბიჯური სტრატეგიაა, რომელშიც მოთამაშეებმა რესურსები უნდა შეაგროვონ თავიანთი ერთეულების ირგვლივ და ამავე დროს არ მისცენ მოწინააღმდეგეებს საშუალება იგივე გააკეთონ. პრობლემა ისაა, რომ სათამაშო მოედანზე ყოველი ჰექსაგონალური ქვა შეტევის ან მოპოვების დროს ნადგურდება. მოთამაშე, რომელსაც რაიმე მიზეზით, ყველა ერთეული გაუნადგურდება - წაგებულად ითვლება.
Achtung Panzer: Операция Звезда (2010/RUS) Repack Category: PC Games, Date: 26-02-2011, 00:22
გერმანიის ჯარების გაანდგურება სტალინგრადის მისადგომებთან შესანიშნავი მიზეზია შეტევაზე გადასასვლელად. სტრატეგიული ოპერაცია «Звезда» ფაშისტებისგან ნახევრად დანგრეული, თოვლით დაფარული ხარკოვის გასათავისუფლებლადაა მოწოდებული. მომზადებისა და შევსების გარეშე საბჭოთა ჯარები გამოცდილი და სასტიკი მტრისკენ დაიძრნენ. შეძლებთ თუ არა ბრძოლი ბედი თქვენს სასარგებლოდ გადაწყვიტოთ? მოგიწევთ ტანკების, არტილერიისა და ქვეითების მართვა. თამაშში 8 ისტორიული სამხედრო ოპერაცია გელოდებათ. ბრძოლა წარიმართება – 260 კვადრატულ კილომეტრზე. დროისა და ამინდის ცვლილება თვალსა და ხელს შუა შეცვლის ბრძოლის სურათს და გაიძულებთ შეცვალოთ გეგმები და დარტყმის მიმართულება. დონეების რედაქტორი კი საშუალებას მოგცემთ მეორე მსოფლიო ომის საკუთარი უნიკალური ბრძოლები შექმნათ
Repack by Fenixx(1,26 GB)!
DeathSpank: Thongs of Virtue (2010/ENG) Category: PC Games, Date: 26-02-2011, 00:16
DeathSpank: Thongs of Virtue წარმოადგენს DeathSpank-ის სიქველს, რომელიც ივლისში გამოვიდა. მთავარმა გმირმა უნდა გაანადგუროს ექვსი მაგიური ქვა, რომლებმაც თავისი ბატონები დაიმონეს. Thongs of Virtue წარმოგვიდგენს აქამდე უნახავ ლოკაციებს, ასევე თანამედროვე და სამეცნიერო-ფანტასტიკურ იარაღსა და მტრებს. ლოკალური კოოპერატივისთვის შექმნილია ახალი პერსონაჟი - "Ninjatastic Steve".
Shadow of The Colossus (2010/RUS/ENG/Repack) Category: PC Games, Date: 26-02-2011, 00:15
თამაშის გმირს მოუწევს შეებრძოლოს და დაამარცხოს 16 გიგანტური მონსტრი, რათა სასიკვდილო წყევლისგან დაიხსნას გოგონა სახელად მონო. იგი მოგზაურობს თვალუწვდენელ და იდუმალებით მოცულ ადგილას კოლოსების საძებნად, მათ მიკვლევაში კი ჯადოსნური ხმალი და ერთგული ცხენი ეხმარება. თითოეულ კოლოსს აქვს სუსტი წერტილი, რის საშუალებითაც შესაძლებელია მათი დამარცხება, აქედან გამომდინარე მოთამაშეს მოუწევს არამარტო საბრძოლო მოქმედება არამედ ფიქრი იმაზე თუ რა გზით შეიძლება სუსტი წერტილის აღმოჩენა.
Nail'd (2010/ENG/MULTI5) Full/Repack Category: PC Games, Date: 26-02-2011, 00:13
სარბოლო არკადა, რომელიც ძალიან წააგავს ადრენალინიან Pure-ს. სეირნობაც მრავალფეროვან მოტოციკლებზე და გადაადგილების სხვა, ექსტრემალურ საშუალებებზე მოგიწევთ. აქ ილეთების შესრულებაც შეიძლება და წახალისების სხვადასხვა მეთოდებიცაა. ხელოვნურ ინტელექტს კი ძალიან ჭკვიანს გვპირდებიან
Chrono Rage (Eng/Fr/2010) Category: PC Games, Date: 26-02-2011, 00:09
Geometry Wars-ის ტიპის დინამიური არკადული სროლები. თამაშში უნიკალური 3D-პიქსელური გაფორმებაა, მზაკვარი უცხოპლანეტელების მთელი არმადა, დროსი გაყინვის საშუალება, გადარჩენის რეჟიმი და ასევე 21 მიღწევა
Clones (2010/ENG/FR) Category: PC Games, Date: 26-02-2011, 00:08
Clones - წარმოადგენს არკადული თავსატეხის ჟანრის თამაშს და კლასიკური Lemmings-ების იდეის განვითარებაა. წარმოიდგინეთ პლანეტა სიცოცხლის ორი მთავარი ფორმით. პირველები არიან Clones, რომლებიც შედგებიან მოქნილი-კვანტურ წებოვანი ნივთიერებისგან, რაც მათ ანიჭებთ განსაცვიფრებელ ფიზიკურ მონაცემებს, მაგრამ ცუდი ისაა ცენტრალიზებული ტვინი არ გააჩნიათ. მეორენი კი არიან CloneMasters, რომლებიც ფიზიკურად განუვითარებლები არიან, მაგრამ დიდი ინტელექტი გააჩნიათ. Clones და CloneMasters ერთიანდებია, რათა ნებისმიერი პრობლემა გადაჭრადნ. თამაშში ჩამთრევი პროცესია, 150-ზე მეტი უნიკალური დონე, რედაქტორი და ბევრი სხვა რამ!
Spider-Man: Shattered Dimensions (2010/ENG/Multi5) Full/Repack Category: PC Games, Date: 23-12-2010, 03:51
Spider-Man: Shattered Dimensions – ახალი თამაში ადამიანი ობობას თავგადასავლების სერიიდან. ამ ჯერად თამაშის სიუჟეტი 4 სხვა და სხვა სამყაროში გვითრევს. პირველია - Amazing Spider-Man, რომელიც კლასიკური ისტორიაა პიტერ პარკერის შესახებ. მეორე სამყარო უფრო იდუმალებითაა მოცული - Spider-Man Noir. იგი შექმნილია მეოცე საუკუნის 30-იან და 40-იან წლებზე დაყრდნობით და არაერთხელ მოგიწევთ მტერზე თავ დასხმა ულამაზო ხერხებით. მესამე სამყარო შორეულ მომავალში გადაგიყვანთ, სადაც მტერთან შებრძოლება მოხდება უზარმაზარ მეგაპოლისში, იქ სადაც მანქანები უკვე დაფრინავენ... ხოლო მესამე ნაწილი, რომლის გმირიც არის Ultimate Spider-Man – არის გადაკეთებული კლასიკური ისტორია.
Winter Sports 2011: Go for Gold (2010/ENG/Mutli5) Category: PC Games, Date: 23-12-2010, 03:47
Winter Sports 2011: Go for Gold - მიიღეთ მონაწილეობა ზამთრის სპორტის 9 სახეობაში, და გამოიმუშავეთ ყვეალზე მაღალი ქულები. შეიძლება ითამაშოთ მარტო, ან მეგობრებთან ერთად ქსელში, ან გაყოფილი ეკრანის რეჟიმში. აჩვენეთ ყველაზე მაღალი რეზულტატები, ყველაზე მოთხოვნად საზამთრო სპორტის დისციპლინებში! მიიყვანეთ თქვენი გუნდი, ყველაზე წარმატებულ მიღწევებამდე 16 თასში, და 40 ზე მეტ შეჯიბრებაში. გახდით ჩემპიონი ჩამთრევ სნოუბორ–კროსში,სამთო ფრირაიდში, სამთო თხილამურებზე ჩქაროსნულ დაშვებაში, ტრამპლინიდან ხტომაში, შორტ ტრეკში ბიატლონში და სხვა მრავალში.
MX vs. ATV: Reflex (2010/ENG) Full/Repack Category: PC Games, Date: 23-12-2010, 03:46
MX vs. ATV Reflex წარმოადგენს ექსტრემალური ვირტუალური რბოლების სერიის თამაშს. ახალ ეპიზოდში გელოდებათ რეალისტური ფიზიკა, ტრასები, რომლებიც რეალურ დროში იცვლება, და მართვის ახალი სისტემა, რომელიც ჭეშმარიტად სასიკვდილო ილეთების შესრულების საშუალებას იძლევა...
Poker Night at the Inventory (2010/ENG) Category: PC Games, Date: 23-12-2010, 03:38
მოემზადეთ არაფრის მსგავსი პოკერისთვის არაფრის მსგავს პოკერის კლუბში. Poker Night at the Inventory-ში მოგიწევთ ითამაშოთ ყველაზე ჭკვიან და ცბიერ გმირთან Penny Arcade-დან, გოლიათ მეტყვიამფრქვევესთან Team Fortress 2-იდან, თამაშ Homestar Runner-ის ლეგენდასთან და ჰიპერკინეტიკურ ქმნილებასთან Sam & Max-იდან. ისინი ერთად მოხვდებიან იქ, სადაც ბევრი არ მოელოდა, და ცოტა თუ მიხვდებოდა
Flight Control HD (2010/PC/ENG) Category: PC Games, Date: 23-12-2010, 03:37
Flight Control წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო თამაშს iPhone-სთვის, და შედარებით ახლახანს გამოუშვებს ჯერ iPad-ისთვის, ახლა კი PC-სთვისაც. თამაშში მოგიწევთ ავიადისპეტჩერივით დაეხმაროთ თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს დაშვებაში, როგორც კი ისინი აეროდრომს მიუახლოვნდებიან. თვითმფრინავი მიყვება თქვენს მიერ თითით გავლებულ მარშრუტს. თუ გჭირდებათ დაშვების გადადება, მაშინ აეროდრომის გარშემო კიდევ ერთ შემოფრენას აკეთებთ. თვითმფრინავები და ვერტმფრენები სხვადასხვა ფერად არიან შეფერილი და ავიატრანსპორტის ყველა სახეობას თავისი სპეციალური დასაშვები ზოლი სჭირდება. ანუ ვერტმფრენს თვითმფრინავის ხაზზე ვერ დასვავთ. თუ ავიაკატასტროფა მოხდება - თამაში მთავრდება
Dead Space (2008/RUS/ENG/Repack by R.G. Catalyst) Category: PC Games, Date: 23-12-2010, 03:24
კოსმოსურ მაღაროელ პლათფორმა ”იშიმურასთან” კავშირი უცრად წყდება. არც ისეთი ჩვეულებრივი შემთხვევაა თუმცა არც საგანგებომდე ქაჩავს. სადგურის ბორტზე აგზავნიან ინჟინერ კლარკს რომლის ამოცანაა აღმოაჩინოს დაზიანება და შეაკეთოს სისტემები. ინჟინერი პლათფორმის კორიდორებში ვერცერთ ადამიანს ვერ აღმოაჩენს, თუმცა ეკიპაჟი არსად გამქრალა - უბრალოდ იერი იცვალა... მადანის მორიგი მიღებისას ”იშიმურამ” გადაყლაპა უცხოპლანეტური სიცოცხლის ფორმა რომელმაც სწრაფი განვითარება და ზრდა დაიწყო კომფორტაბელური ვარსკვლავთმფრენის სათბურისებრ პირობებში. ეკიპაჟი გადაიქცა ნედლეულად, რომლის მეშვეობით უცხოპლანეტურმა გონებამ საკუთარი ჯარისკაცები შექმნა. ახლა, ხომალდის ყრუ დერეფნებში სიკვდილის ქარი დანავარდობს, ნაკვეთურებს მიღმა კი რაღაც შარიშური და ფხოჭნაა. წყვდიადში ჩაფლული სადგური მოულოდნელ სტუმარს კატა-თაქგვობანას ეთამაშება, მაგრამ აიზეკს სულაც არ აქვს სურვილი ვინმეს სადილი გახდეს...
Worms: Reloaded (2010/ENG) Full/Repack / RUS/Repack Category: PC Games, Date: 23-12-2010, 03:20
ათი წელი გავიდა Worms Armageddon-ის გამოსვლის მომენტიდან, მაგრამ ბიჯური კოსმოსური ქაოსი გრძელდება Worms Reloaded-თან ერთად. ესაა სრულიად ახალი გამოცემა პერსონალური კომპიუტერებისთვის. Worms Reloaded-ს აქვს ონლაინში 4 მოთამაშის მხარდაჭერა, ერთ კომპიუტერზე მულტიპლეიერის ავტონომიური რეჟიმი, ხმოვანი არხი, ახალი იარაღები, და უამრავი ახალი რამ
დაემატა UPDATE 7
Supreme Commander 2 (2010/RUS/ENG) Full/Repack Category: PC Games, Date: 23-12-2010, 03:20
გამაგრდით კოსმოდესანტის კომანდირებო მოემზადეთ მომავალი ომისთვის თქვენ გელით ახალი ბრძოლები რომლის მაგვარი არასდროს ყოფილა. ეს ომი შეცვლის თქვენს წარმოდგენას შორეული მომავლის ბრძოლების შესახებ. გახდი მეთაური უთვალავი არმიის ერთერთი სამი უნიკალური ფრაქციიდან და გაანადგურე მტერი – ბოლო დროის ყველაზე გლობალურ და მაშტაბურ სტრატეგიაში. თამაშის ავტორად გამოვიდა კრის ტეილორი – შემქმნელი ისეთი ხიტებისა როგორიცაა Total Annihilation Dungeon Siege. Supreme Commander პირველი ნაწილის დროიდან გავიდა 25 წელი ამ დროის განმავლობაში კონფლიკტის ყველა მხარემ მოახერხეს მოემზადათ ახალი ტიპის იარაღები. ახლა კი თქვენ გაქვთ შანსი მოსინჯოთ ისინი ბრძოლის ველზე. ტანკები , უზარმაზარი საბრძოლო სამსახურები, გემები და საჰაერო გემების არმია – ყველაფერი ეს იქნება ჩაყრილი გასანადგურებლად გააფრთებულ ცეცხლოვან ომებში. გეყოფათ თუ არა თქვენ თავშეკავება და ტაკტიკური უნარი, რათა დაძლიოთ მტრის წინააღმდეგობა და ნებისმიერი ფასით მოიგოთ ბრძოლა? სანახაობრივი მარტოხელა კომპანიის გარდა, თქვენ ასევე გელოდებათ თავზეხელაღებული ბრძოლები ინტერნეტში.
StarCraft 2: Wings of Liberty (2010/RUS/ENG) Full/Repack Category: PC Games, Date: 23-12-2010, 03:19
StarCraft II – სამი უძლეველი რასის: პროტოსების, ტერანებისა და ზერგების შესახებ ეპიკური საგის გაგრძელებაა. მათ თავიდან მოუწევთ ბრძოლაში შეხვდნენ და კოსმოსში ამ სასიკვდილო ბრძოლის დროს თქვენს განკარგულებაში ახალი საბრძოლო ერთეულების გარდა იქნებიან ძველებიც, მაგრამ უკვე გაფართოებული შესაძლებლობებით.
დაემატა Update 1.1.3
Rulers of Nations: Geo-Political Simulator 2 (2010/ENG) Category: PC Games, Date: 23-12-2010, 03:17
თამაშში მოგიწევთ ბარაკ ობამას როლის მორგება და მსოფლიოსთვის გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. თამაშში ყველაფერია, რითაც მდიდარია თეთრი სახლის ბინადრის ცხოვრება. მზრუნველობა შინაურ და საგარეო პოლიტიკაზე, ბიუჯეტური ომები და ჯაშუშური სკანდალები, კოლეგებთან ურთიერთობა და გაერო-ში სიტყვით გამოსვლა და ათასი სხვა პრობლემა...
Alien Breed. Трилогия (2010/RUS/ENG/RePack) Category: PC Games, Date: 23-12-2010, 03:15
Alien Breed — სროლების ჟანრის კომპიუტერული თამაშების სერია, რომელიც შექმნა კომპანია Team17-მა. სიუჟეტი და გაფორმება წააგავს კინოფილმ ”უცხოს” და მის გაგრძელებებს
Alien Breed: Impact Alien Breed: Impact - თანამედროვე, კლასიკური სკროლ შუტერი Alien Breed. საინტერესო სიუჟეტი, ორიგინალური სათამაშო პროცესი, კოოპერატიული გასვლის რეჟიმი
Alien Breed 2: Assault თამაშობთ კონრადის როლს, რომელიც დაზიანებულ ხომალდ ლეოპოლდის მთავარი ინჟინერია და რომელსაც გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს. მისი ერთადერთი იმედია - უცხოპლანეტელთა ხომალდის ძრავების ამუშავება. მაგრამ ამისთვის კონრადს მოუწევს შეებრძოლოს უცხოპლანეტელებს.
Alien Breed 3: Descent Alien Breed 3: Descent – მესამე პირის სახით წარმოდგენილი საბრძოლო ჟანრის თამაშია, სადაც იმ ჯარისკაცის როლს ასრულებთ, რომელიც კოსმოსური სადგურის ბორტზე უცხოპლანეტელებს ეომება. კოსმოსური ხომალდის კორიდორების გავლის შესაბამისად, მოთამაშეს მოუწევს იარაღის შეგროვება და უცხოპლანეტელებისგან თავის დაცვის დროს ხომალდის მართვის ხელში ჩასაგდები გზების ძიება. წინა ნაწილთან შედარებით, Alien Breed 3: Descent-ში დაამატეს მოწინააღმდეგეთა ახალი სახეობები და იარაღები, ასევე გაჩნდა დავალებები, რომლის დროსაც ხომალდის გარსზე მოგიწევთ სეირნობა.
|
|
|
|
|
|
| მოგწონთ განახლებული საიტი? |
|
|
|
|